"მტკვარი ჰესის" საქმეზე, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს

06.03.25 15:04
"მტკვარი ჰესის" საქმეზე, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს

დღეს, "მტკვარი ჰესის" საქმეზე, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს - ინფორმაცია ამის შესახებ ადვოკატებს რამდენიმე წუთის წინ ეცნობათ. 

ბაჩიაშვილის აღკვეთ ღონისიძიებაზე სასამართლო დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს და სავარუდოდ, გირაოს პატიმრობით შეუცვლის. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ შეფს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავებიან.

  • 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.  მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა.
  • ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება. 

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროცესი საქალაქო სასამართლოში გუშინ  გაიმართება.

ასევე ცოტა ხნის წინ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კრიპტოვალუტის საქმეზე გირაო პატიმრობით შეუცვალა, ბიზნესმენს კი სასამართლოზე დისტანცირუად ჩართვის უფლება არ მისცა.