სასამართლომ ბაჩიაშვილს საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა
სასამართლომ ბაჩიაშვილს საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა - ქვეყნიდან საიდუმლო სპეცოპერაციით გასული ივანიშვილის მიალიარდების ყოფილი მმართველი დღეს ბოლო სხდომაზე ჩართვას დისტანციურად ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ ამის ნება არ დართო.
ბიტკოინების საქმეზე განხილვა დასრულდა, ამიტომ არის მოლოდინი, რომ მოსამართლე გიორგი გელაშვილი დღესვე, თათბირის გარეშე წაიკითხავს განაჩენს.
ახლა საბოლოო სიტყვით სასამართლოს ბაჩიაშვილის ადვოკატი მიმართავს, რომელმაც დიდ ეკრაზნე იმის დამადასტურებელი მტკიცებულები წარადგინა, რომ საქმე "შეკერილია".
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინების საქის დასრულებით ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ წყდება. მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძღული - საუბარია საზღვრის უკანონო კვეთასა და მტკვარი ჰესის საქმეზე.
- 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა.
- ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.
ბიზნესმენის ქვეყნიდან გაყვანის საქმეზე შსს-მ დღეს ერთი პირი დააკავა.
"პირველების" ინფორმაციით, შსს ბაჩიაშვილის დახმარების აღმოჩენის ბრალდებით კიდევ 2 მოქალაქისთვის ბრალის წარდგენას ცდილობს.