"ღირსეული ნაბიჯია" - ბრიტანელი პროფესორის მიერ საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორის ჯილდოზე უარის თქმას თბილისში აფასებენ
ბრიტანელი პროფესორის მიერ საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორის ჯილდოზე უარის თქმას თბილისში აფასებენ - მწერალი, ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ დონალდ რეიფელდს ვერავინ მოატყუებს, სად არის რუსეთისადმი ლოიალობა, რადგან მისი თქმით, რეიფელდს ბევრი შესანიშნავი კვლევა აქვს საქართველოზე და კარგაც იცნობს ჩვენი ქვეყნის ისტორიას.
დონალდ რეიფელდისგან ეს არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ის არის ქართული ლიტერატურის და ისტორიის ქომაგი, მას აქვს შესანიშნავი კვლევა დაწერილი „საქართველო იმპერიათა საზღვარზე“, საქართველოს ისტორია. ასევე აქვს თარგმნილი უამრავი ქართული ტექსტი კლასიკურიც და თანამედროვე ლიტერატურაც და აგერ მიჭირავს მისი წიგნი „სტალინი და მისი ჯალათები“, სადაც დონალდ რეიფილდი იკვლევდა წლების განმავლობაში ტერორის ფსიქოლოგიას, მათ შორის ტერორის მწერლების და ხელოვანების წინააღმდეგ.
დონალდ რეიფილდს ნამდვილად ვერავინ მოატყუებს სად არის ოპორტულიზმი, კონფორმიზმი და რუსეთისადმი ლოიალობა, - ამბობს ლაშა ბუღაძე.
ბრიტანელი მკვლევარის საქციელს და პროტესტის მონაწილეების მიმართ გამოხატულ სოლიდარობას ღირსეულ ნაბიჯად აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი დეა მატრეველი.
დონალდ რეიფელდისგან ღირსეული ნაბიჯია, რომ მან უარი განაცხადა ე.წ. ჯილდოს მიღებაზე და ამით მან სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ ხალხს, რომლებიც ქუჩაში დგანან, ქართველ მწერლებს, ხელოვანებს., გამომცემლებს, რომლებიც აპროტესტებენ ძალადობრივ რეჟიმს საქართველოში", - ამბობს დეა მეტრეველი.
ბრიტანელმა პროფესორმა, დონალდ რეიფილდმა უარი თქვა ჯილდოზე ქართულ ენაში, ლიტერატურასა და ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის. რეიფილდისთვის ჯილდო ლონდონში საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელს, ქეთევან დუმბაძეს უნდა გადაეცა.
პროფესორმა არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ჯილდოს აღებაზე უარი იმ ძალადობის გამო განაცხადა, რომელსაც რეჟიმი საკუთარ ხალხს უწყეობს.
საბოლოოდ ქეთი დუმბაძე ბრიტანეთში ვერ ჩავიდა, თუმცა ღონისძიება კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ მაინც გამართეს.
ღონისძიებაზე მისულ რეჟიმის წარმომადგენლებს ემიგრანტები სინდისის პატიმრების და სპეცრაზმის მიერ ნაწამები ხალხის ფოტოებით დახვდნენ და ღონსიძიებაზე შეძახილებით შეაცილს.