საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტია - პირველი არხის ეთერში თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს ელოდებიან
საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტია - პირველი არხის ეთერში 22:00 საათზე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს ელოდებიან.
გიორგი შალუტაშვილი ადგილზე ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა სტუდენტების რეპრესიებში მხილებულ რექტორს ტელევიზიის შენობის წინ ის ახალგაზრდებიც დახვდებიან, რომელთა გარიცხვის გადაწყვეტილება ორი დღის წინ, ეთიკის საბჭომ მიიღო.
იმედგაცრუებულები ვართ "ეთიკის კომისიის" გადაწყვეტილებით. მითუმეტეს, რამდენიმე მათგანი ჩვენი პირადი ლექტორიც ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი, თუ მათ გაუუქმებენ სტატუს, მათ გვერდით დავდგე. საბედნიეროდ, ამ უნივერსიტეტში აღმოჩნდა სამართლიანი ხალხი, რომელიც გაფიცული სტუდენტების მხარეს დადგა. იმედი მაქვს, ეს რიცხვი უფრო გაიზრდება და მიხვდება, რასთან გვაქვს საქმე. მე გულგატეხილი ვარ მინიმუმ". - განაცხადა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა.
შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.