საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაურია - თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ეთერის დათმობას ითხოვენ
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაურია - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები ეთერის დათმობას ითხოვენ.
"ეთერი, ეთერი" - სკანდირებენ პირველ არხთან შეკრებილი მოქალაქეები. ამის პარალელურად, მაუწყებლის ეთერში თეატრალური უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან, რომელსაც ახალგაზრდები რეპრესიებში ადანაშაულებენ, ინტერვიუ მიმდინარეობს.
შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.
მსგავსი სიახლეები
„ძირს მახოხიალეს, მირტყეს და ძალადობით გამომაგდეს“ - თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ჩხრეკის დეტალებზე
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ვიდეოგადაღებისთვის ხელის შეშლა შესაძლოა ჩხრეკის დროს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ შესაძლო უკანონო ქმედების დაფიქსირების თავიდან აცილებას უკავშირდებოდა.