"გიორგი შალუტაშვილი პირდაპირ ეთერში ბევრ ტყუილს ამბობდა" - სტუდენტები ეთერის დათმობას ითხოვენ
საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვლავ პროტესტის ხმა ისმის - გიორგი შალუტაშვილის ეთერში სტუმრობის პარალელურად, პირველ არხთან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილები, რომლებიც ეთერის დათმობას ითხოვენ.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი პირდაპირი ეთერის საშუალებით დეზინფორმაციას ავრცელებს, სწორედ ამიტომ ახალგაზრდები სტუდიაში შესვლას და ფაქტებზე დაყრდნობით საუბარს მოითხოვენ.
ლაივში ვნახეთ, რომ გიორგი შალუტაშვილი ბევრ ტყუილს იძახდა. ისედაც სტუდენტები ვიმსახურებთ, რომ ვესწრებოდეთ იმ ეთერს, სადაც ის საუბრობს. ჩვენი მიზანი არის, რომ მივიდეთ, თვალებში ჩავხედოთ და ვისაუბროთ კადრების თანდასწრებით, სხვა მიზანი არ გაგვაჩნია. გვეუბნებიან, რომ გადასცეს ინფორმაცია, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ არ შეგვიშვებენ", - ამბობ სტუდენტი.
საზოგადოებრივ მაუწყებელისკენ პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეებიც გაემართნენ. პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ.
შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.