პუტინს აინტერესებს, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში, რა მოხდება კურსკში
ვლადიმერ პუტინს აინტერესებს, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში, რა მოხდება კურსკში - რუსმა დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვრცელი კითხვების ჩამონათვალი გააკეთა, რომელსაც, სავარაუდოდ დღეს ამერიკის წარმომადგენელს გააცნობს.
პუტინმა თქვა, რომ კურსკის ოლქში საცეცხლე მიმართულებით რუსეთი უკრაინასთან შედარებით მოწინავე პოზიციაზეა და მას აწყობს დაზავება თუნდაც 30 დღით.
ბევრმა ნახა, რომ გუშინ ვიყავი კურსკში, რა ხდება იქ, იქ სიტუაცია სრულიად ჩვენს კონტროლის ქვეშ არის. დაჯგუფება რომელიც შემოიჭრა, არის იზოლაციაში, ეს არის სრული იზოლაცია, საცეცხლე კონტროლი გვაქვს ჩვენ. უკრაინას ამ დანაყოფის მართვის რესურსი არ აქვს. ორი კვირის წინ უკრაინელები ცდილობდნენ ჯგუფურად გასულიყვნენ იქიდან, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია და ორ-ორი კაცი გარბის, რადგან ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებთ. ტექნიკა დატოვებულია, გამოყვანა შეუძლებელია, ის იქ დარჩება გარანტიას გაძლევთ და თუ ფიზიკური ბლოკირება მოხდება, იქიდან ვერავინ გამოვა. იქნება ორი გზა, ან ჩაბარება ან სიკვდილი და ამ სიტუაციაში უკრაინას რა თქმა უნდა აწყოს დაზავება, თუნდაც 30 დღით და ჩვენ ვართ თანახმა.
რას ვიზავთ ჩვენ კურსკში? თუ ჩვენ ვწყვეტთ საომარ მოქმედებას რას ნიშნავს? ვინც იქ არის ბრძოლის გარეშე გამოვა? ჩვენ ისინი უნდა გამოვუშვათ? მათ ხომ ჩაიდინეს დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ან უკრაინის ხელისუფლება მისცემს უფლებას დაყარონ იარაღი? გაურკვეველია ეს როგორ მოგვარდება, ასევე დანარჩენი საკითხები შეხების სხვა წერტილებში. ეს დაახლოებოთ 2000 კილომეტრია და იქ თქვენ იცით რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველა წერტილს უტევენ. ჩვენ გვეძლევა შანსი ბლოკადაში მოვაქციოთ დიდი დანაყოფი. ეს 30 დღე როგორ იქნება გამოყენებული? უკრაინაში გაგრძელდება იძულებითი მობილიზაცია, რომ იქ მიიღონ იარაღი რომ ახალმა დანაყოფებმა იიერიში მიიტანომ ჩვენზე ან არაფერი იქნება. ვინ მოგვცემს გარანტიას რომ არაფერი მოხდება, ვინ გააკონტროლებს? ვისაც ჯანსაღი აზრი აქვს, იმედია ამ რისკებს აფასებს. ვინ გასცემს ბრძანებას სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის? ვინ განსაზღვრავს სად და როგორ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება? აქ ხომ საუბარია 2000 კილომეტრიან ტერიტორიაზე. ვის გადააბრალებს შემდეგ ეს არის საკითხები, რომელსაც სჭირდება სიღრმისეული ანალიზი. იდეა სწორია ჩვემ მას მხარს ვუჭერთ, მაგრამ არის საკითხები, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას",- განაცხადა პუტინმა.
საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა დათქმებით - ზავის სანაცვლოდ პუტინი გრძელვადიანი მშვიდობის გარანატიას ითხოვს.
კრემლის დიქტატორი მშვიდობას საკუთარი პირობებით დათანხმდება. რა იქნება ეს პირობები, სავარაუდოდ, ტრამპის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.
ეს განცხადება პუტინმა ლუკაშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.