სინდისის პატიმარი მოსამართლეს: საინტერესოა, მოასწარით თუ არა ანწუხელიძის მკვლელისთვის ბოდიშის მოხდა, როგორც ამას თქვენი ბელადი გავალებდათ
საინტერესოა, მოასწარით თუ არა ანწუხელიძის მკვლელისთვის ბოდიშის მოხდა, როგორც ამას თქვენი ბელადი გავალებდათ - ასე მიმართა სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს და პირდაპირ უთხრა, რომ "სწორედ ეს არის მოღალატის ბოლო და მშვიდად არ უნდა ეძინოს".
და კიდევ ერთ რამეს დავამატებ, სამი დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი, სეპარატისტი ოსი მოკლეს. ის სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ და უნდა იცოდეთ, რომ ყველა მოღალატის ბოლო არის ეს და თქვენც მშვიდად ნუ დაიძინებთ. საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის. გთხოვთ ახლა დამატოვებინოთ დარბაზი, რადგან ამ ცირკში მონაწილეობა არ მინდა", - უთხრა რეჟიმის ტყვემ მოსამართლეს.
- შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ლიკვიდირებულია ოსი სეპარატისტი, რომელმაც ქართველი ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ჯერ აწამა, შემდეგ კი მოკლა.
ასევე სხდომაზე კიკნაძემ მოსამართლეს "მონა" ეძახა, ეს მას შემდეგ, რაც ირაკლი შვანგრიაძემ პატიმრების ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის დარბაზის კარი არ გახსნა.
ასეევ ნახეთ:
- "ასეთი შეუგნებელი მონა რანაირად უნდა იყო, რომ შვილს დედის ნახვის უფლება არ მისცე" - მოსამართლემ რეზო კიკნაძე სხდომიდან გააძევა
- მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს სასამართლო დარბაზის კარი არ გაუხსნა.
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 დაკავებულის საქმის განხილვა ამ წუთებში ნახევრად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.