რა მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლია რძეში აღმოჩენილ "აფლატოქსინს"? - მედიკოსების განმარტება

04.04.25 11:47
რა მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლია რძეში აღმოჩენილ "აფლატოქსინს"? - მედიკოსების განმარტება

 

 

"აფლატოქსინი" რძეში - მედიკოსების განმარტებით, საშიში ნივთიერება ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ღვიძლის მძიმე დაზიანებას იწვევს, ჭარბი დოზით მიღებამ კი შესაძლოა, ღვიძლის ციროზი და კიბოც კი გამოიწვიოს. 

ექიმები "პირველებთან" ამბობენ, "აფლატოქსინი" ძალიან საშიშია ორსულებისთვის, რადგან ნაყოფის განვითარებაზე შეიძლება სერიოზული პრობლემები გააჩინოს.

აფლატოქსინი კარცეროგენული ნივთიერებაა, რომელიც ძალიან მიზანდასახულად აზიანებს ღვიძლს, იწვევს, როგორც ღვიძლის ციროზს, ასევე შესაძლებელია ღვიძლის სიმსივნე. ძალიან საშიშია ორუსლი ქალებისთვის, იმიტიომ, რომ შეიძლება ნაყოფის განვითარებაზე სერიოზული პრობლემები გააჩინოს. გარდა ამისა, ძუძუთი კვებაზე როცა არის ბავშვი, თუკი დედა ღებულობს ამ აფლატოქსინის შემცველ საკვებს, ჩვილზეც გადადის რძის მეშვეობით. ბავშებშიც და დიდებშიც ღვიძლის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს, რომელიც კომაშიც შეიძლება შემდეგ გადავიდეს და ცუდიდ შედეგი მოხდეს. აღმოჩნდა რომ ბავშვებში, ვისა აღმოუჩინეს აფლატოქსინის ხშირი ექსპოზიცია, სიმაღლეში ზრდის პრობლემები ჰქოდნათ", - ამბობს ექიმი.

მედიკოსები ასევე საუბრობენ დნმ-ის დაზიანებაზეც. მათი თქმით, რძეში აღმოჩენილ საშიშ ნივთიერებას შეუძლია ბავშვის ზრიდს შეფერხება, როგორც მუცელში ყოფნის პერიოდში, ისე შემდეგომ.

აქვს მკვეთრად გამოხატული მუტაგენური ეფექტები, მას შეუძლია დააზიანოს დნმ, ასევე მოქმედებს ენდოკრინულ სისტემზე, დაზიოს კაცებში ტესტოსტერონის დონე, ქალებში გამოიწვიოს უშვილობა, ნაყოფის ზრდის შეფერხება. როგორც პედიატრისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ამ ტოქსინის ბავშვის ორგანიზმში ხანგრძლივი მოხვედრა იწვევს განვითარების შეფერხებას. ამ ტოქსინს ახასიათებს ღვიძლის დაზიანება, მათ შორის ციროზიდ ა კიბოც", - ამბობს მედიკოსი. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე კი გუშინდელ შეხევდრაზე ამტკიცებდა, რომ აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც სოფლის ნობათის რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლის გამომწვევი ვერ იქნება.

  • ივანიშვილის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სარჯველაძემ, ტოქსიკოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.

"როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში, აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივებია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს უწყვეტ კონტროლს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ყოველდღიურად, ასობით, სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ამოწმებს, რათა მოსახლეობისთვის, მხოლოდ უვნებელი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი" - წერია სამინისტროს განცხადებაში

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოავლინა. შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

ამავე თემაზე:

 

მსგავსი სიახლეები