"აფლატოქსინი" რძეში - ინფექციონისტები პროდუქტების მუდმივ კონტროლზე აყვანას ითხოვენ

04.04.25 14:11
"აფლატოქსინი" რძეში - ინფექციონისტები პროდუქტების მუდმივ კონტროლზე აყვანას ითხოვენ

როგორ აღმოჩნდა ტოქსიკური ნივთიერებების შემცველი პროდუქტები დახლებზე - ეს არის დღეს ინფექციონისტების მთავარი კითხვა.

მედიკოსები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მოქმედებდეს პრვენციული მექანიზმი და მოწმდებოდეს პროდუქცია იქამდე სანამ მას გასაყიდად გაიტანენ. 

რაც შეეხება ნივთიერებას "აფლატოქსინი", ექიმების თქმით, მას კიბოს განვითარება და მთელი რიგი მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლია. 

ეს გახლავთ ძალიან მაღალი რისკი ღვიძლში ჰეპატო-ცელერალური კიბოს განვითარების. ოღონდ ამ წინადადებას გაგრძელება აქვს. როცა ამ ტოქსინს მაღალი კონცენტრაციით და სისტემატურად იღებს ადამიანი, გარდა ამისა ძალიან დიდი საშიშროებას წარმოადგენენ პარკოსნები, სოიო მაგალითად, თუ ის კარგად არ ინახება. მიწის თხილი - ვინმემ შეამოწმა თბილისის სუპერმარკეტებში ვარგისიანობა? მე კიდევ ვფიქრობ, მთლად მაღალი ვარგისიანობის არა, იმიტომ რომ შენახვის პროცეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი უნდა იყოს სათანადო დონეზე, განსაკუთრებით, როცა ქვეყანას აქვს რაღაც პრეტენზიები. ახლა აფრიკა, აზია გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს რაღაც პრეტენზიები. მეორე, ჩემთვის არ არის კარგი წინადადება, რომ გაყიდვიდან ამოვიღებთ, ვიღებთ. მე მირჩევნია, რომ გაყიდვაში არ უნდა შევიდეს", - ამბობს მედიკოსი.

ექიმები საუბრობენ, როგორც კომპანიის, ისე მარეგულირებლის პასუხისმგებლობაზე და ამბობენ, რომ პროდუქტები, რომელსაც აწერია, რომ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, უნდა იყოს მუდმივ კონტროლზე აყვანილი.

საერთოდ, რომ არ ენახათ და არ ჩატარებულიყო, მაშინ წარმოიდგინეთ, რა კატასტროფა იქნებოდა. იქნებოდა ხანგრძლივი მოქმედება და ხანგრძლივი მოქმედების გამო იქნებოდა, რაღაც დამაზიანებელი ეფექტები. მე ვიმედოვნებ, რომ უფრო ხშირად და განსაკუთრებით ის პროდუქტები, რომელსაც აწერია, რომ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, უნდა იყოს მუდმივ კონტროლზე აყვანილი. მე, როგორც ექიმს, რატომ უნდა ვიცოდე, რომელი ტიპის რძისგან იღებს იგი პროდუქტს. მე ვენდობი იმ კომპანიას, მის ეტიკეტს და ეს უნდა იყოს, როგორც კომპანიის პასუხისმგებლობა, ისე იმ მკაცრი მარეგულირებლის პასუხისმგებლობა, რომელიც აკონტროლებენ მას. ", - ამბობს თემურ მიქელაძე.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოავლინა. შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

ამავე თემაზე:

 

მსგავსი სიახლეები