რძის ნიმუშებში "აფლატოქსინის" დაფიქსირებაზე სეს-ი მორიგ ინფორმაციას ავრცელებს

04.04.25 16:29
რძის ნიმუშებში "აფლატოქსინის" დაფიქსირებაზე სეს-ი მორიგ ინფორმაციას ავრცელებს

რძის ნიმუშებში "აფლატოქსინის" დაფიქსირებაზე სეს-ი მორიგ ინფორმაციას ავრცელებს - სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ანა გემაზაშვილის განცხადებით, "შეუსაბამობა "სოფლის ნობათის" რძის მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება".

როგორც  სეს-ი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აღნიშნავს, რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ მსგავს ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ამოწმებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი, ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნესოპერატორთან. რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ ასეთ ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ვამოწმებთ, ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმურ შემოწმებას, 4 გადამოწმებას.

ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ. გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი.

მათ შორის რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა.

ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად. სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან. მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან,“ - ამბობს ანა გემაზაშვილი.

ამავე თემაზე:

 

მსგავსი სიახლეები