ფეხბურთელების ცოლების მადლობა ქართველ გულშემატკივრებს (სთორი)
ფეხბურთელების ცოლების მადლობა ქართველ გულშემატკივრებს - ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ცოლი და საქართველოს "რკინის გუმბათის", გიორგი მამარდაშვილის ცოლი ინსტაგრამ სთორიში ქომაგების დახვედრის ვიდეოებს აქვეყნებენ და მათ დიდ მადლობა უხდიან ასეთი გულშემატკივრობისა და დაფასებისთვის.
ჯვაროსნების სრული შემადგენლობა საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა
ასევე ნახეთ: