ექსკლუზივი: პირველი ინტერვიუ ზურიკო დავითაშვილთან

02.07.24 13:05
ექსკლუზივი: პირველი ინტერვიუ ზურიკო დავითაშვილთან

 

 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები დიდი გამარჯვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ - "პირველებისთის" მიცემულ პირველ ინტერვიუში ზურიკო დავითაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს და თქვა, რომ მომავალშიც გაამართლებენ საქართველოსა და ჩვენი ხალხის იმედებს. 

მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს. იმედია, რომ იმედები გავამართლეთ და მომავალშიც გავამართლებთ", - თქვა ზურიკო დავითაშვილმა. 

ჯვაროსნების სრული შემადგენლობა საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა

ასევე ნახეთ: