იყვირეთ, იხმაურეთ და გეყოთ, ახლა დაიჩოქეთ და პატიება ითხოვეთ - ლუკაშენკო ყაზახ ხალხს

06.01.22 15:17
იყვირეთ, იხმაურეთ და გეყოთ, ახლა დაიჩოქეთ და პატიება ითხოვეთ - ლუკაშენკო ყაზახ ხალხს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო,  ყაზახ მომიტინგეებს მოუწოდებს, მოინანიონ მათი საქციელი და შეწყვიტონ პროტესტი.  ინფორმაცია სააგენტო "რია" ავრცელებს. 

მე მათ ვეტყვი: იყვირეთ, იხმაურეთ და გეყოთ! ახლა მოლაპარაკებების დროა, სანამ შორს წასულხართ. უნდა წახვიდეთ, დაიჩოქოთ და სამხედროებს პატიება სთხოვოთ, რადგან ის ბზარი ამოავსოთ, რომელიც გაჩნდა. უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, პრეზიდენტთან, ის განათლებული, ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი და ადამიანია",- თქვა ლუკაშენკომ. 

ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. დემონსტრაციების დროს შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულებს შორის არიან როგორ მომიტინგეები, ასევე პოლიციელებიპარალელურად კი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ  ყაზახეთში ჯარები გააგზავნა.