გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება - რას ფიქრობს ზურა ჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ვერსიაზე
დაპატიმრებული კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ სუს-ის ვერსია გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ტყუილია და სინამდვილეში ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი ბუფერულ ზონაში არ ჩასულა.
ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ ბორის ჩელე ყურუას უთხრა, რომელმაც დაპატიმრებული პოლიტიკოსი რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებში რამდენიმე წუთის წინ მოინახულა.
- გიორგი ბაჩიაშვილი, ზურა ჯაფარიძის მსგავსად რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებშია შესახლებული.
ეს ამბავი რომ მოვუყევი, სინამდვილეში რაზეც ვისაუბრეთ და რაც გაგვიკვირდა იყო ის, რომ რატომ ჩამოვიდა საქართველოსთან ასე ახლოს, ბუფერულ ზონაში ადამიანი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანასთან ახლოს და ორივემ გამოვთქვით ეჭვები, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერსია, რომელსაც სუს-ი გვთავაზობს, სინამდვილეში არის ტყუილი", - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.
გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ დილით სუს-მა გაავრცელა.
ასევე ნახეთ:
- ცნობილია, სად არის გადაყვანილი გიორგი ბაჩიაშვილი
- გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების საფრთხე ემუქრება - Amsterdam & Partners
- „ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი" - რაზე ისაუბრა დაკავებამდე "The Guardian"- თან გიორგი ბაჩიაშვილმა
- რა ინფორმაცია აქვს ირაკლი კობახიძეს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე
- როგორ მოხვდა ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე ზონაში - კითხვები ბიზნესმენის "დაკავების" ირგვლივ
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.