"გიორგი ბაჩიაშვილის საქმე შურისძიება და ერთი კაცის ბოღმაა" - სოფო ჯაფარიძე

27.05.25 15:35
"გიორგი ბაჩიაშვილის საქმე შურისძიება და ერთი კაცის ბოღმაა" - სოფო ჯაფარიძე

 

 

"ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ივანიშვილის პირად შურისძიებად აფასებს და ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქის "ბოღმის" გამო ციხეები "პირადი ტყვეებით" არი გადავსებული. 

გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არის შურისძიება და არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან. ეს არის ერთი კაცის ბოღმა, რომელიც უბრალოდ სხვანაირად ვერ ცხოვრობს და ვხედავთ ფაქტობრივად ეს დაწესებულება გავსებული არის მისი პირადი ტყვეებით", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ დილით სუს-მა გაავრცელა. 

ასევე ნახეთ:

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.