ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილი ქვეყანას მართავს კრიმინალური მეთოდებით
"ივანიშვილი ამ ქვეყანას კრიმინალურად მართავს" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
პოლიტიკოსი ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას და იმ ვერსიებს ეხმაურება, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის აყვანის შესახებ ვრცელდება.
"ლელოს" ლიდერს აინტერესებს, თუ ბაჩიაშვილის ექსტრადაცია ოფიციალურად მოხდა, რატომ არ გადმოსცეს ის ოფიციალურად ქართველ სამართალდამცველებს.
კუპრაძე არც გარკვეულ კრიმინალურ გარიგებასაც არ გამორიცხავს.
თუ ოფიციალურად მოხდა ექსტრადაცია ბაჩიაშვილის, რატომ არ გადმოსცეს ის ოფიციალურად ქართველ სამართალდამცველებს? თუ ეს იყო კრიმინალური ხერხებით მოპოვება, რასაც მიუთითებს ბაჩიაშვილის აღმოჩენა სასაზღვრო პუნქტებს შორის, მწვანე ზოლში, ეს არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს კრიმინალურად და ამ კრიმინალურ მმართველობაში ჩართული ჰყავს მათ შორის საერთაშორისო ქსელები, რომელთაც ის წლების განმავლობაში ასევე კრიმინალურად თანამშრომლობს", - აცხადესბ ირაკლი კუპრაძე.
გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ დილით სუს-მა გაავრცელა.
უწყების განცხადებით, ოლიგარქის მილიონების ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ - ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა.
ასევე ნახეთ:
- ცნობილია, სად არის გადაყვანილი გიორგი ბაჩიაშვილი
- გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების საფრთხე ემუქრება - Amsterdam & Partners
- „ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი" - რაზე ისაუბრა დაკავებამდე "The Guardian"- თან გიორგი ბაჩიაშვილმა
- რა ინფორმაცია აქვს ირაკლი კობახიძეს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე
- როგორ მოხვდა ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე ზონაში - კითხვები ბიზნესმენის "დაკავების" ირგვლივ
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.