გიორგი ბაჩიაშვილისგან ველოდებით სისტემის მხილებას - ნიკა ფარულავა

27.05.25 16:00
გიორგი ბაჩიაშვილისგან ველოდებით სისტემის მხილებას - ნიკა ფარულავა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ნიკა ფარულავა ამბობს, რომ დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილისგან ახლა ყველა სისტემის მხილებას ელოდება.

  • ცნობისთვის, ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, დაპატიმრებული ბიზნესმენი დუმილს ხვალ სასამართლოზე დაარღვევს და მისი დაკავების დეტალებზე სხდომათ დარბაზში ისაბრებს. 

ფარულავას თქმით, სუს-ი, რომელის თანაინვესტირების ფონდის დაკავებასთან დაკავშირებით ირწუნება, რომ ბაჩიაშვილი საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ  ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ - ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობის დროს დააკავა, მხოლოდ რუსი ოლიგარქის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

სამსახური, რომელსაც ავალია ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მშვიდობაზე და სტაბილურობაზე ზრუნვა, ამ რუსი ოლიგარქის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მხოლოდ და მხოლოდ ამ ინტერესებზე არის ორიენტირებული, შესაბამისად, ეს არის მორიგი გამოვლინება სახელმწიფოს მიტაცების, რაც მათ შორის აისახა აშშ-ის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს დღევანდელ განცხადებაში, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურები არ ასრულებენ იმ ვალდებულებას, რაც  მათ აკისრიათ. რასაც უნდა ველოდეთ გიორგი ბაჩიაშვილისგან არის ერთი - ეს არის მხილება, მხილება და მხილება, იმიტომ რომ, რეალურად სისტემა ინგრევა მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და განსაკუთრებით საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ამ სისტემას შიგნიდან იცნობენ", - ამბობს ნიკა ფარულავა. 

გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ დილით სუს-მა გაავრცელა. 

ასევე ნახეთ:

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.