შაიშმელაშვილი: ივანიშვილს ბაჩიაშვილის მიმართ იმხელა ზიზღი აქვს, რომ შესაძლოა ნავალნიდ აქციოს
"ბიძინა ივანიშვილის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ იმხელა ზიზღი და ამბიცია აქვს, რომ შესაძლოა ის ნავალნიდ აქციოს" - ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე შეფასებით, ქართველმა ოლიგარქმა მილიარდების ყოფილ მმართველს, რომელიც გუშინ დააპატიმრეს, "დამოუკიდებლად, საკუთარი ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით ფულის შოვნა და ქონების დაგროვება არ აპატია".
ბოლო პერიოდში უამრავი ღირსეული ადამიანი დააკავეს, მაგრამ ბაჩიაშვილი აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენაა ივანიშვილისთვის. ბიძინას მის მიმართ იმხელა ზიზღი და ამბიცია აქვს, რომ შესაძლოა ის ნავალნიდ აქციოს, რამე დამართოს. ბაჩიაშვილის საკითხი აბსოლუტურად განსხვავებულია. ის არის რეალური საფრთხის წინაშე. მას შეიძლება რამე მოუვიდეს. ივანიშვილმა მას ვერ აპატია, რომ პიროვნებამ დამოუკიდებლად, საკუთარი ინტელექტუალური რესურსით თანხები იშოვა. ეს ვერ აპატია ივანიშვილმა ბაჩიაშვილს, რადგან ის ხარბი ადამიანია. შესაბამისად, საფრთხეები დიდია". - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა.
ასევე ნახეთ:
- ცნობილია, სად არის გადაყვანილი გიორგი ბაჩიაშვილი
- გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების საფრთხე ემუქრება - Amsterdam & Partners
- „ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი" - რაზე ისაუბრა დაკავებამდე "The Guardian"- თან გიორგი ბაჩიაშვილმა
- რა ინფორმაცია აქვს ირაკლი კობახიძეს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე
- როგორ მოხვდა ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე ზონაში - კითხვები ბიზნესმენის "დაკავების" ირგვლივ
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.