განცხადებით ვუპასუხო? - "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ სკანდალზე არ საუბრობს

11.09.25 15:15
განცხადებით ვუპასუხო? - "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ სკანდალზე არ საუბრობს

 

 

"სამწუხაროა, რომ პიტერ ფიშერს ასეთი დაცვა სჭირდება" - ასეთი პასუხი აქვს მაკა ბოჭორიშვილს "პირველების" კითხვაზე, რომელიც გერმანიის საგარეო სამინისტროს განცხადებას შეეხებოდა.

  • გერმანიის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გერმანიის ელჩი თბილისში [პეტერ ფიშერი] ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს“.

"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ სკანდალზე არ საუბრობს და კითხვაზე, რას უპასუხებს ის ოფიციალური ბერლინის გზავნილს, ამბობს: "განცხადებით ვუპასუხო?"

"პიტერ ფიშერი ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, როგორ მოქმედებს" - აცხადებს ბოჭორიშვილი. 

დღეს გერმანიის ელჩზე ასევე კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში შალვა პაპუაშვილმა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნებოდა, რომ პეტერ ფიშერმა დამანგრეველი როლი ითამაშა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განადგურებაში.

„რაც შეეხება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებას, ამაზე, თუ საჭიროდ ჩათვლის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი უპასუხებს. რაც შეეხება ბატონ პეტერს, გამოსავალი არის ძალიან მარტივი, მან არ უნდა დაუჭიროს მხარი ექსტრემისტებს. ზუსტად ამის შედეგი არის ის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, რასაც ჩვენ ვხედავთ "ოცნების" შტაბთან. ეს ყველაზე მეტად თავად გერმანიას აზიანებს. ბატონი პეტერის ხელში ჩვენ რთულია ვისაუბროთ ქართულ-გერმანული ურთიერთობების გამოსწორებაზე, რაც სამწუხაროა, რომ მან 3 წელში შეძლო და დაანგრია 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული საუკეთესო პარტნიორობა", - განაცხადა პაპუაშვილმა. 

ასევე ნახეთ:

დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გერმანიის ელჩს სოლიდარობა გამოუცხადა.

წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ EU გმობს საქართველოში მისი საქმიანობისა და როლის შესახებ არსებულ დეზინფორმაციას.

მანამდე, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს“. 

მსგავსი სიახლეები