ბრალდება, თითქოს, "The Guardian" და ,,The New York Times” დაქირავებულია, საფუძველს მოკლებულია - ბაჩიაშვილის ადვოკატი

16.09.25 13:20
ბრალდება, თითქოს, "The Guardian" და ,,The New York Times” დაქირავებულია, საფუძველს მოკლებულია - ბაჩიაშვილის ადვოკატი

ბრალდება, თითქოს, "The Guardian" და ,,The New York Times” დაქირავებულია, საფუძველსმოკლებულია - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა "პირველებთან" განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას უპასუხა. 

დავით ჯანდიერის თქმით, ის გაცხადება, რომელიც თემურ წიქვაძის მიერ გავრცელდა, მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას გიორგი ბაჩიაშვილის უსამართლო დევნიდან.

ბრალდება, თითქოს, "The Guardian" და ,,The New York Times” დაქირავებლია, ყოველგვარ საფუძველსმოკლებულია. ასეთი განცხადებები მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას გიორგი ბაჩიაშვილის უსამართლო დევნიდან. მხარეს მიეცა შესაძლებლობა, მაგრამ ისინი უარს აცხადებენ საკუთარი პოზიციების დაცვაზე საერთაშორისო ნეიტრალურ პლატფორმაზე. ძირითად საქმეზე უკვე გასაჩივრებულია განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში. პარალელურად, მიმდინარეობს პროცესები, რომელიც უკავშირდება ბრალდებას საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, როდესაც   გიორგიმ, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე დატოვა ქვეყანა", - აცხადებს დავით ჩანდიერი. 

გიორგი ბაჩიაშვილი მილიარდერი პოლიტიკოსის „ვენდეტის“ მსხვერპლი გახდა - ამ შინაარსის სტატია ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian გამოაქვეყნა, გუშინ კი ივანიშვილის ადვოკატმა სტატიას განცხადებით უპასუხა.

განცხადებაში ივანიშვილის ადვოკატი "The Guardian“-ის და ,,The New York Times”-ის ჟურნალისტებს "დაქირავებულებს" უწოდებს და ირწმუნება, რომ გავლენიანი გამოცემების წარმომადგენლები" მერკანტილური ინტერესით მოქმედებენ და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ცდილობენ".

ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას უპასუხა გიორგი ბაჩიაშვილის დედამაც - მარინა რამაზაშვილი ამბობს, რომ "The Guardian“- თან არანაირი წინასწარი გარიგება არ ჰქონია.

 

მსგავსი სიახლეები