მიმართა თუ არა პროკურატურამ თურქულ მხარეს თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვის მოთხოვნით? - რას ამბობს პროკურორი

18.09.25 18:53
მიმართა თუ არა პროკურატურამ თურქულ მხარეს თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვის მოთხოვნით? - რას ამბობს პროკურორი

როდის იგეგმება თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვა და მიმართული აქვთ თუ არა პროკურატურას თურქეთის საგამოძიებო უწყებებისთვის? - ეს კითხვა დღეს "პირველების" ჟურნალისტმა აჭარი ყოფილი მეთაურის საქმის პროკურორს, ნუგზარ ჭიტაძეს დაუსვა.

ჭიტაძე ამბობს, რომ ამ მომენტისთვის რიჟვაძის დაკითხვა არ იგეგმება და შესაბამისი მოთხოვნით არც თურქული მხარისთვის მიუმართავთ - მიზეზად პროკურორმა ყოფილი მაღალჩინოსანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 

  • შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადის მკურნალობის კურსს.

პროკურორის თქმით, როცა ამის საჭიროება დადგება დღის წესრიგში, რიჟვაძეს დაკითხავენ. 

მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში მხედველობაში უნდა მივიღოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, იმყოფება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომაც, ამ ეტაპზე ოფიციალრუად მიმართული (თურქული მხარისთვის) არ გვაქვს.   საჭიროა, რა თქმა უნდა, მისი გამოკითხვა, უბრალოდ მისი ემოცირუი მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება ეს და საჭიროება როდესაც დადგება დღის წესრიგში, აუცილებლად დავკითავთ", - აცხადებს ნუგზარ ჭიტაძე. 

ასევე ნახეთ: 

პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ  7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.