ერთ საათში დასრულებული აქცია - თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილი არ მივიდა

27.10.21 18:30
ერთ საათში დასრულებული აქცია - თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილი არ მივიდა

"ქართული ოცნების" აქცია დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში დასრულდა - რეგიონებიდან ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებსა და აქტივისტებს რამდენიმე ლიდერმა მიმართა, მათ შორის არ ყოფილა პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი. 

დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებულებს პრემიერმა ღარიბაშვილმა მიმართა და 10 წუთიან გამოსვლაში დიდი დრო მთავარი ოპოზიციური პარტიისა და ყოფილი მაღალჩინოსნების ლანძღვას მიუძღვნა. 

პარტიის თავმჯდომარემ ტრიბუნიდან თქვა, რომ " სააკაშვილის ციხეში ყოფნა შესაძლებლობაა, დავამთავროთ პოლარიზაცია" 

თბილისელების ნდობას აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს - ასეთი პირობა დადო დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა  კალაძემ. 

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, კი პატიმარ სააკაშვილს "ციხის საკნიდან გამოხედვა" ურჩია. მმართველი პარტიის ლიდერს, წინა გამომსვლელების მსგავსად, ყოფილი ხელისუფლების ლანძღვა არ დავიწყებია - "ხელისუფლებას არ გადავაბარებთ მათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს, ხატს, ჯვარს, სიწმინდეს" - განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები