"არანაირი 2009 წელს ნაყიდი პრეპარატი არ არსებობს" - ანი წითლიძე

03.12.25 22:01
"არანაირი 2009 წელს ნაყიდი პრეპარატი არ არსებობს" - ანი წითლიძე

"არანაირი 2009 წელს ნაყიდი პრეპარატი არ არსებობს" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ განაცხადა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, შსს BBC-ის მიერ დასახელებულ ნივთიერებას ფლობდა, თუმცა ის წინა ხელისუფლებამ იყიდა. 

ანი წითლიძე აღნიშნავს, რომ BBC-ის სკანდალზე "ნაციონალურ მოძრაობაზე" ისრების გადატანა აბსურდია. 

სრული აბსურდია ისრების გადატანა "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ვანო მერაბიშვილზე. კიდევ ვიმეორებ, არანაირი 2009 წელს ნაყიდი პრეპარატი არ არსებობს, მაგრამ რომც იყოს, 16 წლის განმავლობაში შეინახეს და 16 წლის თავზე გადაწყვიტეს მერე, რომ ამით უნდა დაეწამლათ საქართველოს მოქალაქეები? რატომ არ გაანადგურეს? ჯერ ერთი, ამ ნივთიერებას თავისი ვადები აქვს. 16 წელი შენახული ნივთიერება წყლის ჭავლში გახსნან და ა.შ.," - განაცხადა ანი წითლიძემ. 

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით დღეს "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა.

ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ეს გამოძიება რაში სჭირდებათ, მე არ გამოვრიცხავ, რომ იმ სკანდალის შემდეგ რა სკანდალიც BBC-ის სიუჟეტით აიწია ახლა იძულებულები იყვნენ რომ ფახუნი დაეწყოთ, მაგრამ აქაც აირივნენ. ახლა ცდილობენ, რომ მაქსიმალურად პროპაგანდით ეს ყველაფერი ჩაახშონ და საკუთარ რელსებზე გადაიყვანონ. 

ჯერ გამოაგორეს გომელაური, გომელაურმა თქვა რომ "ნაცებმა" შეიძინესო, მაგრამ ჩვენ არ გამოგვიყენებიაო. მერე გამოაგორეს ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა თუ ჯეკა გელაძე, რომელმაც თქვა, რომ საერთოდ არ შეგვიძენია და საერთოდ არ გვქონია შსს-ს მსგავსიო სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებო. დღეს კობახიძემ საერთოდ იბოდიალა და ჯერ ნაცები ახსენა, მერე თქვა რომ მსგავსი ნივთიერება საერთოდ არ ყოფილაო, მაგრამ მერე აღიარებითი ჩვენება მისცა და თქვა, რომ რაღაცა ნივთიერება იყო წყლის ჭავლში შერეული," - თქვა ანი წითლძემ. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 

მსგავსი სიახლეები