სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რეჟიმი ადამიანებს აწამებს და შემდეგ არ იძიებს წამების ფაქტებს - ლემონჯავა
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რეჟიმი ადამიანებს აწამებს და შემდეგ არ იძიებს წამების ფაქტებს - ამის შესახებ გიგა ლემონჯავამ კოალიცია "ცვლილებისთვის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
- ცნობილია სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე
- სტრასბურგი: ე.წ. გავრილოვის ღამის მოქალაქეების მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში
ლემონჯავას თქმით, ადამიანების წამების და შემდეგ ამ წამების არგამოძიების პროცესში ჩართული იყო არა რომელიმე ერთი კონკრეტული სტრუქტურა, არამედ კოორდინირებულად, მთელი სახელმწფო აპარატი, რათა წამების ფაქტები მიეჩქმალათ.
როგორც ბრიფინგზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, კოალიცია "ცვლილებისთვის" ამუშავებს ათამდე სხვადასხვა საერთაშორისო მიმართულებას, რათა ივანიშვილმა პასუხი აგოს საერთაშორისო სამართლის წინაშე, როგორც 2023-24 წლებში, ასევე წარსულშიც, ადამიანების სისტემურ წამებაზე.
დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა აწამა ადამიანები და შემდეგ არ გამოიძია წამების არცერთი ფაქტი. წამების აკრძალვის დარღვევა დადგინდა, როგორც შინაარსობრივ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ რეჟიმმა ჩაიდინა წამების დანაშაული, ისე პროცედურულ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ არცერთი ფაქტი წამებისა ხელისუფლებამ არ გამოძია.
ასევე დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლებსი დარღვევა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლომ არ უზრუნველყო წამების ფაქტებზე ეფექტური მართლმსაჯულება.
ადამიანების წამების და შემდეგ ამ წამების არგამოძიების პროცესში ჩართული იყო არა რომელიმე ერთი კონკრეტული სტრუქტურა, არამედ როგორც შსს, ასევე პროკურატურა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სასამართლო სისტემა, რაც ადასტურებს, რომ ადამიბის წამების და შემდეგ ამ წამების არგამოძიების უკან დგას კოორდინირებული ერთიანი მცდელობა, მთელი სახელმწფიო აპარატისა, რომ მიჩქმალოს წამების ფაქტები.
ეს არს არა ჩვენი პოლიტიკური განცხადება, არამედ უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი იურიდიული ფაქტები.
რეჟიმმა 20 ივნისის შემდეგ კვლავ გააგრძელა ადამიანების წამება და გაცილებით უფრო მასშტაბური გახადა. 2023-24 წლებში საქართველოში აწამეს ასობით ადამიანი. ეს უკვე არის დადასტურებულად რეჟიმი, რომელიც აწამებს საკუთარ მოქალაქეებ და შემდეგ არ იძიებს წამებსი ფაქტებს.
ახლა სუს-ს უნდა ვინმემ დაუჯეროს, რომ თითქოს 4 დღის განმავლობაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სინამდვილეში სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადასტურებს რომ რეჟიმი ადამიანებს აწამებს და შემდეგ არ იძიებს წამებსი ფაქტებს.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ამუშავებს ათამდე სხვადასხვა საერთაშორისო მიმართულებას, როგორ უნდა აგოს ივანიშვილმა პასუხი საერთაშორისო სამართლის წინაშე, როგორც 2023-24 წლებში, ასევე წარსულშიც, ადამიანების სისტემურ წამებაზე. შემდგომ დღეებში ჩავაყენებთ საზოგადოებას საქმის კურსში იმ საერთაშორისო მექანიზმებტან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. კოალიცია "ცვლილებისთვის" აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ აგოს პასუხი საერთაშორისო სამართლის წინაშე", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.