20 ივნისის დანაშაულს "ოცნება" მხოლოდ გახარიას ვერ "შეტენის" - საბა ბუაძე
საბა ბუაძის თქმით თქმით, "ოცნება" 20 ივნისის დანაშაულს მხოლოდ გიორგი გახარიას ვერ "შეტენის" - პოლიტიკოსი ამბობს, რომ "გავრილოვის ღამის" დანაშაულს არაერთი თანამონაწილე და თანამზრახველი ჰყავდა.
- ცნობილია სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე
- სტრასბურგი: ე.წ. გავრილოვის ღამის მოქალაქეების მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში
- სტრასბურგი გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და დასჯას ითხოვს
20 ივნისი იყო გენერალური რეპეტიცია იმ სადისტური სპეცოპერაციის, რომელიც გასული წლის ნოემბრის და დეკემბრის დღეებში მოუწყო - ამბობს ბუაძე.
როგორ ძალიანაც არ უნდა ცდილობს ახლა "ქართული ოცნება, რომ პასუხისმგებლობა სტრასბურგის მეირ დადასტურებულ დანაშაულზე შეტენოს მხოლოდ გიორგი გახარიას, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ამ დანაშაულს ჰყავს არაერთი თანამონაწილე და თანამზრახველი.
20 ივნისი იყო გენერალური რეპეტიცია იმ სადისტური სპეცოპერაციის, რომელიც გასული წლის ნოემბრის და დეკემბრის დღეებში მოუწყო. აუცილებელია, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 20 ივნისთან შედარებით გაცილებით უფრო სასტიკ დარბევაში, დადგება დღე, როდესაც ასეთი მსგავსი და კიდევ უფრო მკაცრი განაჩენები გამოვა, რომლსი აღსრულებასაც ეს ხალხი ვერნაირად ვერ გაექცევა", - ამბობს საბა ბუაძე.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.
2019 წლის 20-21 ივნისის (გავრილოვის ღამე) დარბევის შედეგად დაზარალებული საქართველოს 26 მოქალაქის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.
დაზარალებულების უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა“.
- დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.