ვინმეს თუ ჰგონია, ნამდვილ შემოქმედებს, რომ პასუხისმგებლობის გარეშე გაძვრებიან, ასე ვერ მოხდება - ანა ბუჩუკური

11.12.25 19:07
ვინმეს თუ ჰგონია, ნამდვილ შემოქმედებს, რომ პასუხისმგებლობის გარეშე გაძვრებიან, ასე ვერ მოხდება - ანა ბუჩუკური

ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტის დამადასტურებელია სტრასბურგის სამართლებრივი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა “დიანა ტრაპაიძის პირდაპირ ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, გახარიას ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის მტკიცებულებად გამოიყენებს.

ბუჩუკური პირობას დებს, რომ “ადრე თუ გვიან ამ საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდება და ყველა დამნაშვე პირი დაისჯება.“

პირობას გაძლევთ, რომ ადრე თუ გვიან, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩატარდება,რომლის საფუძველი, მათ შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება.  სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების საფუძველი, ვინმეს თუ ჰგონია, ნამდვილ შემოქმედებს, ნებისმიერ სახელს და გვარს, რომ ეს დრო არ დადგება და ესე გაძვრებიან  პასუხისმგებლობის გარეშე, ასე ვერ მოხდება. სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება, - განაცხადა ბუჩუკურმა.

 

მსგავსი სიახლეები