ლილუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურამ სხდომის დახურვა კონკრეტული მოწმეების დაფარვის და არგამჟღავნების მიზნით მოითხოვა

24.12.25 21:25
ლილუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურამ სხდომის დახურვა კონკრეტული მოწმეების დაფარვის და არგამჟღავნების მიზნით მოითხოვა

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, პროკურატურამ სხდომის დახურვა კონკრეტული მოწმეების დაფარვის და არგამჟღავნების მიზნით მოითხოვა. 

სუს-ის ექს-შეფის უფლებადამცველის თქმით, საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო, რომელი მოწმეები გადიან ამ საკითხში და რომელ მოწმეებზე მოხდება გამოძიების აპელირება.

მოკლედ, პროკურატურამ იშუამდგომლა სხდომის დახურვის თაობაზე. ჩვენ დავაფიქსირეთ მყარი პოზიცია. მათი არგუმენტებიდან გამომდინარე არ უნდა მომხდარიყო გარკვეული მოწმეთა ბაზის გამომჟღავნება, რომელიც მათი თვალსაზრისით არიან ე.წ. ოქროს მოწმეები და ბრალდების ძირითად მამხილებელ მტკიცებულებებს წარმოადგენენ. თუმცა ამაზე მე ცალსახად დავაფიქსირე ჯერ ის პოზიცია, რომ ზოგადად აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს შინაარსობრივად არავინ არ შედის განხილვაში, თუ რომელი მოწმე რას მიუთითებს და ა.შ., ხოლო ჩამონათვალი მანამდე ჟღერდება და არაერთხელ დააანონსდა, თავად პროკურატურამ დააანონსა, იმ პირთა წრე, რომელიც ამ საქმეში სახელდებიან და ფიგურირებენ, ასევე დააანონსა პროკურატურამ ყველა ის საეჭვო კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც შემდგომ ბრალდების დადგენილებაში იქნა ასახული. 

ამიტომ, მე ვთვლი, რომ საზოგადოებისთვის და თუნდაც იმ მოწმეთა ბაზისთვის ეს ისედაც ცნობილი იყო, რომელი მოწმეები გადიან ამ საკითხში, რომელ მოწმეებზე მოხდება გამოძიების აპელირება და რომელი მოწმეების ვითომდა დაფარვის, დამალვის და არგამჟღავნების მიზნით იქნა მოთხოვნილი სხდომის დახურვა," - განაცხადა ადვოკატმა. 

ცნობისთვის:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. 

სასამართლო პროცესის დაწყებიდან ცოტა ხანში, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლემ სხდომა დახურა. 

სასამართლო პროცესს არ დასწრებია სუსის ექს-შეფი. ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სხდომაზე ბრალდებული მაღალჩინოსნის განცხადება მიიტანა.

სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას - წერს წერილში სუს-ის ყოფილი შეფი, რომელიც სხდომაზე მისმა ადვოკატმა წაიკითხა. 

  • სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს. 

ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.

ასევე ნახეთ: