"ოცნება" უნდა გადადგეს" - ოპოზიცია ლილუაშვილის საქმეზე
ერთი კაცის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული თუ სისტემური უკანონობა? - სუს-ის ექს შეფის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შემდეგ ოპოზიცია, ფიქრობს რომ "ოცნებამ" პოლიტიკური პასუხიმსგებლობა უნდა აიღოს და ძალაუფლება დათმონ, რადგან მათი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი არ არის პირველი და დიდი ალბათობით არც ბოლო, ვინც თავადვე ამხილეს უკანონობაში.
როდესაც ასეთი მასშტაბის სკანდალი სკდება, რომ ტრანსნაციონალურ დანაშაულში იყო ჩართული უმაღლესი თანამდებობის პირი, ის პარტია იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას - მთავრობა დგება და არჩევნები ინიშნება. მაგრამ ხედავთ რამე მსგავს ახლა? პირიქით. საკუთარ თავზე უხარიათ, რომ ჩვენ მაგრები ვართ. ჩვენი წინამორბედები, თანაგუნდელები, რომელიც ამ პრემიერ-მინისტრმა გააცილა, როგორც უშეცდომო კაცი, ის ახლა აღმოჩნდა, რომ ტრანსნაციონალური, კრიმინალური სინდიკატის ლიდერია", - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი.
"ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" - ანა წითლიძე ამბობს, რომ მაშინ როცა ოპოზიცია პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა, მაშინ აღმასრულებელ ორგანოში უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძეს და არც სხვა ლიდერებს კითხვები არ გასჩენიათ სუს-ის ექს-შეფის საქმიანობასთან დაკავშირებით.
თუ ლილუაშვილი იპარავდა მთელი ამ წლების განმავლობაში, სად იყო მაშინ შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურები? თუ ლილუაშვილი იპარავდა მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობდით ამ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, მაშნ რატომ არ ჰქონდა ამაზე რეაქცია "ოცნების" სხვა მაღალჩინოსნებს? როდესაც ჩვენ პარლამენტში ვსაუბრობდით ლილუაშვილის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, რას შვებოდა მაშინ პარლამენტი, რომელიც არის მთავარი მაკონტროლებელი ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლების. ამ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი იყო კობახიძე, რომლის პასუხისმგებლობაც უნდა ყოფილიყო ეს საპალამენტო ზედამხედველობა, მათ შორის კორუფციულ საკითხებზე, თუმცა არცერთ ეტაპზე, არც კობახიძეს და არც მაშინდელი საპარლამენტო გუნდის ლიდერებს არ გასჩენიათ კითხვა ლილუაშვილთან დაკავშირებით", - ამბობს ანა წითლიძე.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
- სასამართლო პროცესის დაწყებიდან ცოტა ხანში, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლემ სხდომა დახურა. სასამართლო პროცესს არ დასწრებია სუსის ექს-შეფი. ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სხდომაზე ბრალდებული მაღალჩინოსნის განცხადება მიიტანა.
ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.
ასევე ნახეთ: