ვინ იქნება შემდეგი? - რა განცხადებებს აკეთებენ "ოცნებაში" ლილუაშვილის დაკავების შემდეგ
ვინ იქნება შემდეგი? - ეს კითხვა აქტუალური სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შემდეგ გახდა.
მათ, ვინც შეიძლება მომავალში საბრალდებო სკამზე აღმოჩნდენ, "ოცნების" დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ალაპარაკებას ურჩევს.
"მე შენ რაღაცებს გაპატიებ, მოიგონეს რისთვის? - თუ შენ უფრო დიდ დამნაშავეზე გამიყვან" - ამბობს შარმანაშვილი.
მისი თქმით, ვინც გამოძებასთან ითანამშრომლებს, ან საპროცესო შეტანხმებას მიიღებს, ან უფრო მსუბუქ სასჯელს.
გვითხრას კი ბატონო, თუ რამე აქვს სათქმელი, განაცხადოს საჯაროდ, არაფერი პრობლემა ამაში არ არის. მთავარი ის არის, რა მტკიცებულება აქვს ბრალდების მხარეს. მე შენ რაღაცებს გაპატიებ, მოიგონეს რისთვის, თუ შენ უფრო დიდ დამნაშავეზე გამიყვან. ხოდა ეს არის მთავარი. თუ ეს მეთოდები იქნება გამოყენებული, რომელიც უფრო დიდ დამნაშავეზე გაგვიყვანს, ან უფრო ფართო დანაშაულზე, ამისთვის არის საპროცესო შეთანხმება ზოგადად მოგონილი. უფრო შედარებით ნაკლებ სასჯელს უნიშნავენ იმ შემთხვევაში, თუ უფრო დიდ დანაშაულს გაახსნევინებს. ამიტომ მე ამას რატომ ვყვები? - ვყვები, რომ ნათლად ვიცოდეთ, რა მეთოდოლოგია არსებობს საქმეების გახსნისა", - აცახდებს შარმანაშვილი.
"ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ლევან მახაშვილი კი ამბობს, რომ საკუთარ ჩადენილზე ყველამ საკუთრივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
ვინც პენსიონერებს ძარცვავდა, ვინც ბავშვებს ართმევდა შესაძლებლობა, რომ დროულად წასულიყვნენ კარგად გარემონტებულ თანამედროვე ბაღებში, მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. ჩემს პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე აუცილებლად ავიღებ, მაგრამ ყველამ პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე უნდა აიღოს. რაღაცა ეტაპზე, სანამ არ შეიკვრება მონაცემები, სანამ გადაეცემა სასამართლოს, ამ ეტაპამდე ზოგიერთ საქმეზე მიზანშეწონილია, რომ არ იცოდეს ზოგიერთმა ადამიანმა ვთქვათ მოწმეების შესახებ და ა.შ. რათა მათზე არ მოახდინონ გავლენა", - ამბობს ლევან მახაშვილი.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
- სასამართლო პროცესის დაწყებიდან ცოტა ხანში, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლემ სხდომა დახურა. სასამართლო პროცესს არ დასწრებია სუსის ექს-შეფი. ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სხდომაზე ბრალდებული მაღალჩინოსნის განცხადება მიიტანა.
ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.
ასევე ნახეთ: