ახალაიას ცოლი სუსს ოჯახის ახლობლის ტერორი ადანაშაულებს - რა მოხდა ზვიად გაგუას დაკითხვისას

26.12.25 12:19
ახალაიას ცოლი სუსს ოჯახის ახლობლის ტერორი ადანაშაულებს - რა მოხდა ზვიად გაგუას დაკითხვისას

 

 

ბაჩო ახალაიას ცოლს ანი ნადარეიშვილის თქმით, გამოკითხვაზე დაიბარეს ოჯახის ახლობელი, ზვიად გაგუაც, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობს.

როგორც ნადარეიშვილი "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, სუს-ში გაგუაზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

ზვიად გაგუას სუს-ში უთხრეს, რომ ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება მიეცი, დაადასტურე, რომ კონტაქტი ჰქონდა და 4 ოქტომბრის ორგანიზატორი იყოო და ანის გამოვუშვებთო. თუ არადა, ხედავთ, ორივე დაჭერილია და ბავშვები მშობლების გარეშე დარჩებიანო. მერე გამოუშვეს, ისევ სახლში მოიყვანეს და ცოტა ხანში, ისევ წაიყვანეს და იგივე უთხრეს, რამე ხომ არ მოიფიქრე, რაიმე დასამატებელი ხომ არ გაქვსო". - ამბობს ნადარეიშვილი.

ასევე ნახეთ: 

ცნობისთვის: 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

რა თქვეს სუსში? 

მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე,  პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.

სუს-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა.

რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამაზე არაფერი უთქვამს.