"პირველების" ინფორმაციით, თინა ხიდაშელი სუს-ში დაიბარეს

07.03.26 15:10
"პირველების" ინფორმაციით, თინა ხიდაშელი სუს-ში დაიბარეს

"პირველების" ინფორმაციით, თინა ხიდაშელი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს - როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრთან ზარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან რამდენიმე წუთის წინ შევიდა. 

"პირველების" ინფორმაციით, ყოფილი ძალოვანი მდინარაძის უწყებაში მისვლას არ აპირებს და მზადაა გამომძიებლების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხოს. 

მანამდე ასევე "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ მდინარაძის უწყებიდან გუბაზ სანიკიძესაც დაურეკეს.

არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსთან კითხვები მედიაში მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ აქვთ - საუბარია სანიკიძის მოსაზრებებზეე ირანული გავლენების გაზრდის შესახებ საქართველოში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს თქვეს, რომ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება აქვთ დაწყებული.

სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა წინა დღეებში "ოცნების" ლიდერების განცხადებები. კახა კალაძემ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის და ეკა გიაურის კვლევებით დაინტერესებულიყო.