"პირველების" ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე სასამართლოში დღეს გამოიკითხება

07.03.26 17:16
"პირველების" ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე სასამართლოში დღეს გამოიკითხება

"პირველების" ინფორმაციით, პირველი ვისაც სუს-ის გამომძიებლები გამოკითხავენ, გუბაზ სანიკიძე იქნება - პოლიტიკოსი საქალაქო სასამართლოში დღეს, 18:00 საათზეა დაბარებული. 

გუბაზ სანიკიძემ სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადა, ამიტომ ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. წინასწარი ინფორმაცით, გამომძიებლებს სანიკიძესთან კითხვები საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ ექნება. 

გუბაზ სანიკიძის შვილი, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ შესაძლოა, სუს-ში დაბარებების მთავარი არსი ამ ადამიანებსი გაჩუმება იყოს. 

ოცნების მიზნებზე, ზოგადად, ძალიან რთულია საუბარი. "ოცნება" მოქმედებს კლანური და მაფიოზური სისტემის ლოგიკიდან გამომდინარე.  შესაბამისად, ამ დაბარებების მთავარი არსი შეიძლება იყოს ამ ადამიანებსი გაჩუმების მცდელობა და იმ მტკივნეული თემების რაღაცნაირად ნიველირება, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებსი პროპაგანდისთვის საკმაოდ პრობლემური საკითხია", - განაცხადა ლევან სანიკიძემ. 

სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა წინა დღეებში "ოცნების" ლიდერების განცხადებები. კახა კალაძემ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის და ეკა გიაურის კვლევებით დაინტერესებულიყო.