ეს არის დაშინების მცდელობა, რომ ამ ადამიანებმა სიმართლე ქვეყნის გარეთ არ გაიტანონ - ჯაფარიძე სუს-ში დაბარებებზე

07.03.26 17:33
ეს არის დაშინების მცდელობა, რომ ამ ადამიანებმა სიმართლე ქვეყნის გარეთ არ გაიტანონ - ჯაფარიძე სუს-ში დაბარებებზე

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სუს-ში დაბარებებს დაშინების მცდელობას უწოდებს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ამას მამუკა მდინარაძის უწყება იმიტომ აკეთებს, რომ გამოსაკითხად დაბარებულმა ადამიანებმა - თინა ხიდაშელმა, გუბაზ სანიკიძემ და გიორგი კანდელაკმა სიმართლე არ ილაპარაკონ და არ გაიტანონ ქვეყნის გარეთ.

სუს-ში დაბარება ერთი ამბავია, მაგრამ იგივე რაღაცებზე ჩვენ ბრალი გვაქვს წაყენებული და 15 წლიანი ციხით გვემუქრებიან იმის გამო, რომ უცხოელებს ველაპარაკებოდით. მანდ ახალი არაფერი არ არის. ვფიქრობ, რომ ეს არის დაშინების მცდელობა გუბაზის, თინა ხიდაშელის თუ გიორგი კანდელაკის მიმართ, რომ მათ სიმართლე არ ილაპარაკონ და არ გაიტანონ ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძის უწყებიდან გუბაზ სანიკიძეს, თინა ხიდაშელს და გიორგი კანდელაკს დაურეკეს და გამოკითხვაზე დაბარეს.

სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა წინა დღეებში "ოცნების" ლიდერების განცხადებები. კახა კალაძემ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის და ეკა გიაურის კვლევებით დაინტერესებულიყო.