„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - მიხეილ სააკაშვილი

13.08.26 14:08
„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - მიხეილ სააკაშვილი

„გეორგიევსკის ტრაქტატის“, (რომელმაც ბოლო მოუღო ქართულ სახელმწიფოებრიობას) მოხმობით ამზადებენ სიმწრით შექმნილი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს გაუქმებას - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ყველა პატრიოტი ერთად უნდა დადგეს, შევქმნათ საერთო ეროვნული გადარჩენის ტალღა და წავლეკოთ ესენი"- დაწერა სააკაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას. 

იმ ფონზე, როცა უკრაინამ ძალიან წარმატებული დარტყმა განახორციელა ნოვოსიბირსკის სამხედრო პორტზე - 4 გემია სერიოზული დაზიანებით (იმედია იმავეს გააკეთებს ოჩამჩირის და გუდაუთის ბაზის მისამართით) და ასევე იმ ფონზე, რომ ივანიშვილი აფხაზეთის გავლით ბენზინს აწვდის რუსეთს, „ქოცხროვა“ აშკარად ამზადებს ძალიან დიდ ღალატს.

„გეორგიევსკის ტრაქტატის“, რომელმაც ბოლო მოუღო ქართულ სახელმწიფოებრიობას, მოხმობით ამზადებენ სიმწრით შექმნილი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს გაუქმებას.

ამ სიტუაციაში საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას ან პოლიტიკურ და პიროვნულ განსხვავებებს - ყველა პატრიოტი ერთად უნდა დადგეს, უნდა შევქმნათ საერთო ეროვნული გადარჩენის ტალღა და წავლეკოთ ესენი, თუ არადა ისინი უკვე საქართველოს განადგურების დამამთავრებელ ეტაპზე არიან გადასულები და შემდეგ, ზოგმა უსამშობლოდ დარჩენილმა ემიგრაციაში, ზოგმა კი ციხეში ვარკვიოთ ერთმანეთთან ურთიერთობები და ვიძახოთ - „შენ რომ მაშინ ეს არ გააკეთე, შენ რომ ესე თქვი“ და სხვა უშინაარსო გარჩევები ვაწარმოოთ“, - წერს სააკაშვილი.

კობახიძემ თქვა, რომ "გეორგიევსკის ტრაქტატმა" ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. 

  • ""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- ასეთი შეფასება მოჰყვა "ქართული ოცნების" ლიდერის პოზიციას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტისგან.
  • “ირაკლი კობახიძემ ისტორია გააყალბა” – ამბობს ისტორიკოსი ბექა კობახიძე. 
  • ამის პარალელურად, პრორუსი პოლიტიკოსი, დავით ფიფია კობახიძეს აქებს გეორგიევსკის ტრაქტატზე  განცხადების გამო.

მსგავსი სიახლეები