"როგორც ჩანს, ამჯერად ივანიშვილი რაღაც ისეთს ითხოვს ღარიბაშვილისგან, რაც მის რეპუტაციას ქოცებშიც კი გაანადგურებს" - ზურა ჯაფარიძე

18.08.26 13:32
"როგორც ჩანს, ამჯერად ივანიშვილი რაღაც ისეთს ითხოვს ღარიბაშვილისგან, რაც მის რეპუტაციას ქოცებშიც კი გაანადგურებს" - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ამჯერად ბიძინა ივანიშვილი ისეთ რამეს ითხოვს ირაკლი ღარიბაშვილისგან, რაც დაპატიმრებული ექს-პრემიერის რეპუტაციას "ოცნებაშიც" კი გაანადგურებს. 

რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნობს თავს პოლიტიკურად უსაფრთხოდ ის ბრძენი კაცი, პლიუს, ცხადია ემუქრება (იმ შემთხვევაში, თუ არ იზამს) - წერს ზურა ჯაფარიძე. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სავარაუდოდ ამას ეძახის ღარიბაშვილი მისი და მისი ოჯახის განადგურების "ბინძურ გეგმას" და ამაზე აფეთქდა.

ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც გაუბაზრდა რომ არასრულწლოვნების ‘კაჩაობის’ დაორგანიზებაში მონაწილეობდა პატრონის შვილის დავალებით და შემდეგ ამაზე მასთან ერთად ღლაბუცობდა
გაუბაზრდა რომ პატრონის იგივე შვილი ‘ტრი-ტრი’-ს თუ რაღაც მსგავსს ეძახდა და ეს მისთვის ოკ იყო
ისეთი სისულელები ალაპარაკა უფროსმა ერთ-ერთ იუთუბ-ვიდეოზე რომ ზედმესახელად ჰაკიმ-ფაშა შერჩა
პატრონმა ისე მოხსნა პრემიერობიდან საახალწლოდ რომ რამდენიმე დღით ადრეც კი არ გააფრთხილა, ისე რომ მისალოცი წერილები პრემიერის რანგში ჰქონდა დაგზავნილი
იგივე პატრონმა, საჯაროდ, მთელი სამყაროს მოსასმენად, როცა ღარიბაშვილი მეორედ ჰყავდა დანიშნული პრემიერად, მასზე თქვა - ‘რაც გინდათ ის დაარქვით’
დაჭერამდე სახლები გაუჩხრიკა და საჯაროდ, ყველას დასანახად გამოსდო აღმოჩენილი ფული, ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა და ათასი ქაჯობა, ისე რომ დღემდე არ ვიცით ზუსტად რა იყო იქედან ღარიბაშვილის სახლში აღმოჩენილი და რა სხვების სახლებში
ეს უცებ რაც გამახსენდა
როდესაც ღარიბაშვილი წერს მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე და პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს - ამაზე მეტი განადგურება რა შეიძლება იყოს?
თუ რეპუტაციულ განადგურებაზეა საუბარი, შეიძლება ყურმოჭრილ მონაზე ან ფეხის საწმენდ ჩვარზე უფრო დაბლა დაშვება?
პატრონი რომ პარანოიითაა შეპყრობილი გასაგებია (დადასტურდა კიდევ ერთხელ), მაგრამ ღარიბაშვილი, რომელმაც ეს ყველაფერი (და ეს ძალიან არასრული სიაა) შეიზილა (სავარაუდოდ თავიდან მეტი კეთილდღეობის სურვილის სანაცვლოდ, ხოლო შემდეგ უკვე შიშის გამო), ახლა რატომ აფეთქდა? ასეთი რა ფერის ქაქის ჭამა მოითხოვა პატრონმა ამჯერად რომ ღარიბაშვილმაც კი გაჭედა?

ამაზე ვფიქრობდი ღარიბაშვილის გუშინდელი პოსტის შემდეგ და ესაა ჩემი ვერსია/ჰიპოთეზა:
ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი (და არ ჩამოთვლილიც), იქნება ეს არასრულწლოვანის დაშინება ზრდასრული, ნავარჯიშები, შეიარაღებული ხალხის მიერ, პატრონის შვილის მხრიდან აგდებული დამოკიდებულება, პატრონის გაპრავება საკუთარი რეპუტაციის შელახვის ხარჯზე, პატრონის ბრძანებების უპირობო და უსიტყვო შესრულება, თუნდაც ქვეყნის დასაცინი გახდე ამის გამო, პატრონის მხრიდან შენზე საჯაროდ ფეხების წმენდა თუ სხვა - ქოცური მორალისთვის არამხოლოდ გასაგებია, არამედ მისაღებიცაა (ზოგისთვის საოცნებოც კი)
‘ნაგვიდან ამოგიყვანა, კაცი გაგხადა და აბა როგორ გინდა?’ - ესაა ამ ხალხის პრიზმა, სხვა არ აქვთ და ალბათ ვეღარც ექნებათ სიკვდილამდე
ღარიბაშვილის რეპუტაცია უკანასნელი წლების განმავლობაში ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის გამო ცხადია შეილახა, მაგრამ შეილახა მხოლოდ აქეთ მხარეს - იმ ადამიანების თვალში, ვისთვისაც ეს ყველაფერი მიუღებელი, არანორმალური, არაქართული, არაცივილიზებული, არაადამიანურია
ეს ღარიბაშვილს და მის გარემოცვას/სოციუმს ყოველთვის მაგრად ეკიდათ, ახლაც ჰკიდიათ და მომავალშიც სულ ეკიდებათ
მაგრამ ფობიებით შეპყრობილი ივანიშვილისთვის ეს არ არის საკმარისი, რადგან ღარიბაშვილი კვლავ ავტორიტეტია ქოცების დიდი ნაწილისთვის
მეტიც, ის დღემდე გაცილებით ორგანული ნაწილია ქოცებისთვის, ვიდრე კობახიძე ან ვინჩემიპაპუაშვილი, და რუსთავში გამოკეტვამ ამ მხრივ არც არაფერი შეცვალა
როგორც სჩანს, ამჯერად ივანიშვილი რაღაც ისეთს ითხოვს ღარიბაშვილისგან, რაც მის რეპუტაციას ქოცებშიც კი გაანადგურებს, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნობს თავს პოლიტიკურად უსაფრთხოდ ის ბრძენი კაცი
პლიუს, ცხადია ემუქრება (იმ შემთხვევაში, თუ არ იზამს)
სავარაუდოდ ამას ეძახის ღარიბაშვილი მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას
და ამაზე აფეთქდა

Just a thought
პ.ს. მეორე ვერსიაც მაქვს - ღარიბაშვილი არ ეთანხმება გიორგიევსკი ტრაქტატის ბიძინასეულ ინტერპრეტაციას და ..."- წერს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. 

დღეს ღარიბაშვილის წერილზე "ოცნებაში" პირველი კომენტარები გაკეთდა: 

 

მსგავსი სიახლეები