ღარიბაშვილის ოჯახს არავინ ემუქრება - ირაკლი ქადაგიშვილი
"ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს არავინ ემუქრება - ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ექსპრემიერის გუშინდელი წერილი სასპეკულაციოდ იქნა გამოყენებული, ამიტომაც მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე "ჭორაობას" არ აპირებს.
ეს არის რაღაცა ერთგვარი სასპეკულაციო თემა. ამიტომ, რამდენი ადამიანიც არის, რამდენი ინტერესიც არის, რამდენი გემოვნებით პოლიტიკური თუ სხვა სარგებლის მიმღები შეიძლება არსებობდეს, იმდენი ვერსია და იმდენი საჭორაო მასალა შეიძლება არსებობდეს. ამიტომ, მე არ ვაპირებ ამ ჭორაობას, თუ ამ ვესიების, თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, იმის აქ ტირაჟირებას. მის ოჯახს და ზოგადად, არავინ არავის არ ემუქრება. თუ მას აქვს პოლიტიკაში წასვლის სურვილი, მას ჰკითხეთ, მე ნუ მეკითხებით. არ მაქვს არანაირი სურვილი, პატიმრობაში მყოფი ადამიანი რას ლაპარაკობს მის პოლიტიკაში წასვლა-არწასვლაზე ამაზე მე სპეკულაციური ლაპარაკი დავიწყო", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცოტა ხნის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა დაადასტურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაანონსებულ განცხადებას საზოგადოება დღეს იხილავს - ლილი გელაშვილმა დღეს ყოფილი პრემიერი რუსთავის ციხეში მოინახულა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.
- ღარიბაშვილის წერილი: ჩემს ოჯახზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება
- ღარიბაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც ივანიშვილის სახელით გაუგზავნეს
დღეს ღარიბაშვილის წერილზე "ოცნებაში" პირველი კომენტარები გაკეთდა:
- მისთვის პრობლემური განცხადებაა - კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს
- კობახიძე ირწმუნება, რომ ღარიბაშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოება "თავიდან ბოლომდე დაცულია"
- კობახიძე პასუხობს კითხვას, ესაუბრა თუ არა ივანიშვილს ღარიბაშვილის წერილის შესახებ
- ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს