ელოდეთ, დღეს აუცილებლად იქნება განცხადება - ადვოკატმა ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა

18.08.26 14:28
ელოდეთ, დღეს აუცილებლად იქნება განცხადება - ადვოკატმა ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა

 

 

დღეს საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იხილავს - ამის შესახებ ადვოკატმა ლილი გელაშვილმა რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

უფლებადამცველმა ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილით ხელში  გამოვიდა, თუმცა მედიასთან ირწმუნებოდა, რომ ყოფილ პრემიერს მისთვის არავითარი წერილი არ გამოუტანებია. 

ელოდეთ, დღეს აუცილებლად იქნება განცხადება - უთხრა ადვოკატმა მედიას. 

შესული ვიყავი. წერილს -ამ ფორმას რატომ აძლევთ, არაფერი წერილი არ გამოუტანებია. გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ როგორც დაანონსებული იყო, დღეს იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით. ამას გიდასტურებთ. დღეს ელოდეთ, აუცილებლად იქნება. ვის გადასცა ეს განცხადება, როგორ ,რანაირად, ამას არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია რომ ეს განცხადება იქნება დღეს. დაელოდეთ განცხადებას, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი გაავრცელებს". - განაცხადა ლილი გელაშვილმა. 

მედიამ ადვოკატს ასევე ჰკითხა, იყო თუ არა ის პირი, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს წერილი შეუტანა - თუმცა ეს კითხვა, ლილი გელაშვილმა უპასუხოდ დატოვა. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. 

დღეს ღარიბაშვილის წერილზე "ოცნებაში" პირველი კომენტარები გაკეთდა: