ღარიბაშვილმა სისტემა უნდა ამხილოს - გედევან ფოფხაძე

22.08.26 15:26
ღარიბაშვილმა სისტემა უნდა ამხილოს - გედევან ფოფხაძე

"ოცნების" ყოფილი თანაგუნდელი, გედევან ფოფხაძე ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, რომ "სისტემა ამხილოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ექს-პრემიერი ასე ვერც თავის თავს დაიცავს და ვერც ოჯახს. 

ფოფზაძე ამბობს, რომ "შეიქმნა ისეთი ტერორისტული ძალადობრივი სისტემა, რომელიც არავის აღარ დაინდობს". 

ზუსტად ვიცი, რა უნდა გააკეთოს ღარიბაშვილმა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. მან პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ ქვეყანაში რომ ეს სისტემა შეიქმნა, ეს არის უსამართლობა და ბოროტება და უნდა ამხილოს ეს სისტემა. ამის ნაწილი უნდა გახდეს. თუ ის ჩათვლის, რომ ამ სისტემის პირობებში უნდა დაიცვას თავის თავი და ოჯახი, ის ამას ვერ შეძლებს - ეს ილუზიაა. როგორ ავუხსნა ეს მე ირაკლის, რომ ცუდი იყო, როცა მაშინ ივანიშვილის პოზიციები გაამაგრა, ცუდი იყო, როცა ჩათვალა, რომ მოსამართლეებს (როცა ჩვენ ვუპირისპირდებოდით და სანქციები დაუწესეს) მხარდაჭერა გამოუცხადა, თვითონ მივიდა და ის ამაყობს ამ მოსამართლეთა კორპუსით და ეს ყველაფერი შემოუბრუნდა. თუ ამ ადამიანს არ შეუძლია, გაიაზროს და მიხვდეს, რომ პრობლემა უკვე ივანიშვილი კი არ არის, ეს კერძო კონფლიქტი კი არ არის, არამედ შეიქმნა ტერორისტული ძალადობრივი სისტემა, რომელიც არავის არ დაინდობს. თუ ჰქონია რომ ამ დროს თავის ოჯახს დაიცავს, ეს არის ილუზია. გადავხედოთ ხო - როგორ ჩამოიშორეს კვირიკაშვილი, გახარია, ღარიბაშვილი საერთოდ ციხეში გაუშვეს. ყველა პრემიერი იყო ივანიშვილის პრემიერი და არა ქვეყნსი პრემიერი", - ამბობს გედევან ფოფხაძე. 

დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექს-პრემიერის ცოლის დის, ნათია თამაზაშვილის ქმარი სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

უფლებადამცველის განმარტებით, სწორედ "ამას გულისხმობდა ღარიბაშვილი, როცა განადგურებაზე საუბრობდა". 

  • ასევე შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ ციხიდან კიდეც ახალ წერილი გაავრცელა, რომელშის წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან.

ყოფილი პრემიერის თქმით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და "ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს".

ამასთან, ექს პრემიერი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.“

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები