ივანიშვილმა დაარღვია ღარიბაშვილთან დადებული კონტრაქტი და მისი ოჯახის დაწიოკება დაიწყო - ლაშა ფარულავა

22.08.26 15:42
ივანიშვილმა დაარღვია ღარიბაშვილთან დადებული კონტრაქტი და მისი ოჯახის დაწიოკება დაიწყო - ლაშა ფარულავა

ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ დაარღვია ღარიბაშვილთან დადებული კონტრაქტი, არამედ დაიწყო მისი ოჯახის დაწიოკება - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც ექს-პრემიერის ბოლო წერილს გამოეხმაურა, სადაც რარიბაშვილი წერდა, რომ "მამის დაჭერით ემუქრებიან".

ფარულავა ამბობს, რომ სწორედ ღარიბაშვილის ბოლო წერილი იყო ავთენტური მტკიცებულება იმისა, რომ ქვეყანაში არანაირი სამართლებრივი სისტემა არ არსებობს.

ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილი იყო ავთენტური მტკიცებულება იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სამართლებრივი სისტემა, არსებობს ივანიშვილის ჩრდილოვანი გარიგებები, სწორედ მასთან ჰქოდნა კონტრაქტი ირაკლი ღარიბაშვილს. ეს კონტრაქტი არა მხოლოდ დაარღვია ივანიშვილმა, არამედ დაიწყო მისი ოჯახის დაწიოკება და ეს არის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ანადგურებს სისტემა მის მოწინააღმდეგეს. ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი არის მათთვის მტერი და მტრის განადგურება დაიწყო სისტემამ, რომელიც არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ არის კორუმპირებული", - აცხადებს ლაშა ფარულავა. 

დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექს-პრემიერის ცოლის დის, ნათია თამაზაშვილის ქმარი სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

უფლებადამცველის განმარტებით, სწორედ "ამას გულისხმობდა ღარიბაშვილი, როცა განადგურებაზე საუბრობდა". 

  • ასევე შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ ციხიდან კიდეც ახალ წერილი გაავრცელა, რომელშის წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან.

ყოფილი პრემიერის თქმით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და "ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს".

ამასთან, ექს პრემიერი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.“

ასევე ნახეთ: