პროკურორი თურქეთში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე პირველი კომენტარს აკეთებს
პროკურორი ლაშა კოტრიკაძე "პირვბელებთან" ამბობს, რომ ქართულ მხარეს არცერთიქ ვეყნისთვის არ გადაუცია მოთხოვნა, რომ პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე დაეკავებინათ.
"სისხლის სამართლის საქმეში მოთხოვნა, რომ რომელიმე საზღვარზე გააჩერონ და უკან დააბრუნონ არ არის... ჩვენი თმა არ არის" - თქვა მან.
დაჭერაზე არ არის მანდ საუბარი, მე როგორც ვიცი, უკან აბრუნებენ. [ზურა ჯაფარიძე] მეკითხებოდა, რომ თქვენგან ხომ არ არის რამეო, მე ვუთხარი, რომ მაშინ რა აზრი ქონდა თანხმობის მიცემას-თქო, თუ გადავცემდით რომელიმე სახელმწიფოს, რომ შეაჩერეთ და უკან დააბრუნეთ-მეთქი.
ჩვენგან მსგავსი მოთხოვნა, რომ რომელიმე საზღვარზე შეაჩერეთ და უკან დააბრუნეთ არ არის- მეთქი, ეს მას ავუხსენი. ფაქტია, ნამდვილად მჯერა, [რომ აეროპორტში გააჩერეს] ხომ არ მომატყუებს, რომ არ უშვებენ, ეგეც მჯერა და ისიც მითხრა, რომ 4 საათზე უკან მაბრუნებენო და თქვენი თემა ხომ არ არისო, ხოდა მე ვუთხარი, რომ ჩვენგან ეგეთი თემა არ არის მთქი, ეს შემიძლია გითხრათ.
ბატონი ზურაბი და სხვებიც პირველად ხომ არ არის რომ მიფრინავენ ხომ?! მე, როგორც ვიცი, არაერთხელ რამოდენიმე ქვეყნის გავლით გადავიდნენ, გადმოფრიდნენ, არანირი პრობლემა არ ყოფილა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონმა ზურაბმა მომწერა - აქ ესეთი სიტუაცია არისო და თქვენი თემა ხომ არ არისო და მე ვუთხარი არ არის მეთქი.
სისხლის სამართლის საქმეში ესეთი მოთხოვნა, რომ რომელიმე საზღვარზე გააჩერონ და უკან დააბრუნონ არ არის და თვითონაც ვუთხარი, ჩემგან დასამალი რა არის, ვილპარაკეთ და ავუხსენი, რომ ჩვენი თემა არ რის" - თქვა პროკურორმა.
რამენიმე წუთის წინ ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთში ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.
ირკვევა, რომ პოლიტიკოსი თურქეთში, აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც საკანში მოათავსეს, პასპორტი და ბარგი ჩამოართვეს.
ALDE-ვე დაწერა, რომ მას 15 ოქტომბერს საქართველოში დააბრუნებენ.
სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა თავად ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი ინფორმაციით, საზღვარზე დამაკავეს.
"როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან"- დაწერა მან.