ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ გაიყვანოს რუსეთმა ჯარები ყაზახეთიდან - გიორგი რუხაძე

06.01.22 13:23
ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ გაიყვანოს რუსეთმა ჯარები ყაზახეთიდან - გიორგი რუხაძე

რუსეთი ყაზახეთში გავლენების მოპოვებას ცდილობს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ჯარების შესვლა  სინამდვილეში რუსული გავლენების გაძლიერებას უკავშირდება და რეალურად სამშვიდობო მისიას არ ემსახურება. "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ყაზახეთიდან ჯარები აღარც გამოიყვანოს.

არსებულმა ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა უკვე მიმართა რუსეთს, რომ მიეხმაროს მას ამ აჯანყების ჩახშობაში.დიდი ალბათობით რუსეთი ჯარს შეიყვანს ყაზახეთში  და დაიკავებს მის მთლიან ნაწილს თუ არა ჩრდილო ნაწილს მაინც. შემდეგ ბევრი რამე დამოკიდებული იქნება იამზე ხალხი როგორ იმოქმედებს, როგორ ჩაახშობენ ამ აჯანყებას. შემდეგ მე ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ გაიყვანოს რუსეთმა ჯარები", - ამბობს გიორგი რუხაძე. 

შეგახსენებთ, რომ  რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში გადასროლა დაიწყო. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია  ყაზახეთში ჯარებს აგზავნის. ორგანიზაციის მტკიცებით, ეს სამშვიდობო ძალებია, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად განთავსდება. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის რუსეთი. ყაზახეთის პრეზიდენტმა დახმარება სწორედ ამ ქვეყნებს სთხოვა. ორგანიზაციის თავმჯდომარის,  სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭომ მიიღო და ჯარი  ტერიტორიაზე დროებით განთავსდება. პაშინიანს არ დაუკონკრეტებია რამდენი ჯარისკაცი განთავსდება ყაზახეთში.