თუ ვინმე შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტს, ეს, პირველ რიგში „ოცნებაა" - დაუშვილი
პარტია „საქართელოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი ირაკლი კობახიძისა და სრულიად „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ, თუ ვინმე პრეზიდენტის ინსტიტუტს ქვეყანაში შეურაცხყოფას აყენებს, ეს პირველ რიგში თავად „ოცნებაა“.
"თუ ვინმე შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტს ამ ქვეყანაში, პირველ რიგში ეს არის „ოცნება“., როდესაც ოფიციალურ ვიზიტებს უმალავს, როდესაც პრეზიდენტს უფლებას არ აძლევს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს გამართოს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. თუკი ვინმე პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფას აყენებს და ანადგურებს, და არა მხოლოდ პრეზიდენტის ისნტიტუტს, ეს პირველ რიგში „ოცნებაა“. - ამბობს დაუშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა და ნიკა გვარამია ციხეში 3 წლითა და 6 თვით დატოვა.
ახლა ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი შეიწყალოს, რადგან ევროკავშირის 12 რეკომენდაცის ამას პირდაპირ გულისხმობს.