ცენზურაზე საუბარი ჩემთვის იმდენად აბსურდულია, რომ ამაზე პასუხი ფიზიკურად არ შემიძლია - ბაჩო ოდიშარია
გოგა ხაინდრავა და ბაჩო ოდიშარია წულუკიანთან დახურულ შეხვედრაზე - კულტურის მინისტრთან კინო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან, თუმცა, მათ შორის არ არიან ის პირები, რომლებიც მეორე კვირაა, წულუკიანის რეპრესიებს აპროტესტებენ.
ბაჩო ოდიშარია, რომლის კინოცენტრში მივლინებაც, სფეროს წარმომადგენლებისთვის რეპრესიული პოლიტიკის დაწყების მანიშნებელია, ამბობს, რომ მინისტრთან და კინემატოგრაფებთან შეხვედრაზე კონსტრუქციულ დიალოგს ელოდება.
ცენზურაზე საუბარი ჩემთვის იმდენად აბსურდულია, რომ ამაზე პასუხი ფიზიკურად არ შემიძლია,“ - ამბობს ბაჩო ოდიშარია.
ამ წუთებში კულტურის მინისტრი ფარულ შეხვედრას მართავს კინემატოგრაფისტებთან და კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად. პარალელურად, კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს კინემატოგრაფისტების აქცია, რომლებიც წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ და მათი მოთხოვნების შესრულებას ურჩევენ.