ვეჭვობ, წინასწარ მელოდებოდნენ - მიშა მშვილდაძე თავდასხმას "ტვ პირველთან" იხსენებს

27.06.23 21:02
ვეჭვობ, წინასწარ მელოდებოდნენ - მიშა მშვილდაძე თავდასხმას "ტვ პირველთან" იხსენებს

თავდასხმა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე - მიშა მშვილდაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ. 

სასწრაფოს ექიმები თვლიან, რომ სტაციონარში აუცილებლად უნდა გადავიდე, რადგან თავის ტრავმა ჩანს,“ - ამბობს მშვილდაძე.

მშვილდაძე იხსენებს, რომ ორ ადამიანს ჩაუარა გვერდით, სავარაუდოდ, ისინი გამოეკიდნენ, სახეში დაარტყეს და კიბეზე დაგორების შემდეგაც გააგრძელეს ფიზიკური ანგარიშსწორება.

მშვილდაძე "ოცნების" ძალადობრივი რიტორიკას და მასზე თავდასხმას შორის პარალელს ავლებს და ამბობს, რომ თავიდანვე უნდა გამოირიცხოს, იყო თუ არა თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული.

ზურგიდან დამარტყა, ეგრევე წამოვკარი კიბეს ფეხი და წავიქეცი, ეგრევე გააგრძელეს დარტყმა, ერთი იყო თუ ორი, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს კამერებზე გამოჩნდება. პირველი დარტყმის შემდეგ ყურსასმენები რომ მომძვრა, გავიგონე შეძახილი, რომ როგორ ბედავ პატრიარქს, რომ აგინებ. როგორც მივხვდი ვენდეტის გამო იყო, არ ვიცი რა ჩათვალა ამ კაცმა, მაგრამ ვეჭვობ, სიმართლე გითხრათ, რომ წინასწარ მელოდებოდნენ, იმიტომ, რომ ისეთი მონდომებით გააგრძელა, უნდოდა მეტი ზიანი მოეყენებინა,“ - ამბობს მშვილდაძე.
 

მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მშვილდაძე ყვება, რომ მას თავდამსხმელმა სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კიბეებზე დაგორდა, თავდამსხმელი კი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა

მსგავსი სიახლეები