მოვითხოვთ, უმრავლესობამ გადააყენოს ბერაია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან - ბოკუჩავა

31.10.23 17:24
მოვითხოვთ, უმრავლესობამ გადააყენოს ბერაია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან - ბოკუჩავა

"მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან", - ეს განცხადება ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა და შალვა პაპუაშვილს მიმართა, დააყენონ ბერაიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. 

ყველაზე მინიმალური რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მისი ამ ამორალური თავდასხმის გამო, რომელიც სუს-ისგანაა ორგანიზებული, დაატოვებინოთ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა",- მიმართა ბოკუჩავამ. 

ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

ანი წითლიძის მისამართით კი შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამები ალუდა ღუდუშაურმა გაახმოვანა.

ოპოზიცია დაჩი ბერაიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდასა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ითხოვს. ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა უპასუხოდ დატოვა კითხვა, ტოვებს თუ არა თანამდებობას.