ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში გრძელდება
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში გრძელდება. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ქალი დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
დაძაბული სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ და დეპუტატებს შორის დგანან.
ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
ანი წითლიძის მისამართით კი შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამები ალუდა ღუდუშაურმა გაახმოვანა.
ოპოზიცია დაჩი ბერაიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდასა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ითხოვს. ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა უპასუხოდ დატოვა კითხვა, ტოვებს თუ არა თანამდებობას.