მოახლოებული არჩევნები - შემაჯამებელ ბრიფინგამდე, ვენეციის კომისიის წევრები ოპოზიციას ხვდებიან

16.11.23 17:15
მოახლოებული არჩევნები - შემაჯამებელ ბრიფინგამდე, ვენეციის კომისიის წევრები ოპოზიციას ხვდებიან

რა მისიით ჩამოვიდა ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში - კომისიის წევრები 18:30 საათზე ბრიფინგს გამართავენ და მთავარ გზავნილებს გაახმოვანებენ.

ამ წუთებში  ევროპული დელეგაციის წევრები კიდევ ერთ შეხვედრას ოპოზიციასთან მართავენ. შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ საუბრის მთავარი თემა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ჩვენი პოზიციები სრულად ასახავს ვენეციის კომისიის ხედვას. როდესაც „ქართული ოცნება“ პირდაპირ აცხადებს, მათ შორის, კობახიძის განცხადება ნახეთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას მთელი რიგი მიმართულებით არც აპირებს მმართველი გუნდი.
რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მოახლოებული არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციას რაც შეეხება, აქაც პირდაპირ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები ვენეციის კომისიის დასკვნებს და რეკომენდაციებს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი,“ - ამბობს სამადაშვილი.

 

თუ ჩვენ იგივე საარჩევნო არარეფორმირრბული სისტემით მივედით, იგივე 30-წლიან წრეზე დავდგებით. ეს ვის აწყობს - რა თქმა უნდა, არ სურს „ქართულ ოცნებას“ რეფორმები,“ - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
 

ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტში ოპოზიციას დილიდან ხვდება. დეოლიგარქიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმები და კორუფცია - ეს ის ძირითადი საკითხებია რაზეც ამ წუთებში ოპოზიციაა ვენეციის კომისიის წევრებს ესაუბრება.

კომისიის წევრები შეხვდნენ ასევე მმართველი პარტიის ლიდერებსაც. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ხელისუფლება არ ითვალისწინებს.

ვენეციის კომისიის წევრები შეხვდნენ ასევე პრეზიდენტს, სადაც სასამართლო და საარჩევნო სისტემაზე, ასევე დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრეს.

 

მსგავსი სიახლეები