მელია: პროტესტი როგორც დაიწყო დაუგეგმავად, წრფელი პროტესტით და პატრიოტიზმით, ასე უნდა გაგრძელდეს

15.04.24 19:30
მელია: პროტესტი როგორც დაიწყო დაუგეგმავად, წრფელი პროტესტით და პატრიოტიზმით, ასე უნდა გაგრძელდეს

როგორც დაიწყო დაუგეგმავად, წრფელი პროტესტით და პატრიოტიზმით, ასე უნდა გაგრძელდეს - ამ განცხადებას "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია აკეთებს.

მელია რუსთაველზე იმყოფება, სადაც რუსულ კანონს მოსახლეობა აპროტესტებს. 

როგორც დაიწყო დაუგეგმავად, წრფელი პროტესტით და პატრიოტიზმით, ასე უნდა გაგრძელდეს, აქ ხელოვნური ჩართულობა არ არის აუცილებელი და არც სასურველია. ეს ხალხი არავის გამოა გამოსული, ეს ხალხი იდეის გამოა გამოსული, ეს ხალხი არის ევროპული და ეროვნული იდეის განსახორციელებლად გამოსული. წინაპრებმა მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ახლა გვაქვს ვალდებულება განვახორციელოთ იდეა, რომელიც რა თქმა უნდა, უპირატესი ყველასთვიც, ეს არის ეროვნული და ევროპული იდეა,“ - ამბობს ნიკა მელია.

რუსთაველი გადაკეტილია: