ერთი დაკავებულს აღენიშნება დაზიანება - სახალხო დამცველმა საგამოძიებოს მიმართა

16.04.24 18:07
ერთი დაკავებულს აღენიშნება დაზიანება - სახალხო დამცველმა საგამოძიებოს მიმართა

"ერთი დაკავებული პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, აღენიშნებოდა დაზიანებაც" - სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. 

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პარლამენტის წინ  გასულ ღამეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 10 პირი მოინახულეს.

"სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს.

დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება. აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. 

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე. 

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში." -აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.

სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელების წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურს დაკავებულის ადვოკატებმაც ადვოკატებმაც მიმართეს.

საქმე გუშინ დაკავებულ 9 პირს ეხება. ადვოკატები ამბობენ რომ პატიმრობაში მყოფი აქტივისტები პოლიციამ დაკავების დროს სასტიკად სცემა და მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

აქციის მონაწილეების ცემაში ადვოკატები ვაჟა სირაძესაც ადანაშაულებენ - გასაჯაროებულია ვიდეო-კადრები.

მსგავსი სიახლეები